|
საპროტესტო
"RE:აქციის"
მონაწილენი
27
სექტემბერს,
18 საათზე,
თბილისში
რუსეთის
ფედერაციიის
საელჩოს
წინ,
აწყობენ
საპროტესტო
""RE:აქციის"
მეორე
ტალღას
სოხუმის
დაცემის
დღესთან
დაკავშირებით.
1993
წლის 27
სექტემბერს
სეპარატისტებმა,
რუსეთის
სამხედრო
და
პოლიტიკური
წრეების
მხარდაჭერით,
მზაკვრულად,
სამშვიდობო
შეთანხმების
არაერთგზის
დარღვევით,
რომლის
გარანტად
რუსეთის
ფედერაცია
გამოდიოდა,
ხელში
ჩაიგდეს
ქალაქი
სოხუმი,
რასაც
მოჰყვა
ქართული
მშვიდობიანი
მოსახლეობის
მასობრივი
განადგურება
სამხედრო
დამნაშავეების
მიერ და
საქართველოდან
მისი
ძირძველი
ნაწილის--აფხაზეთის
მოწყვეტა.
ამ
ტრაგედიის
თარიღთან
დაკავშირებით
"RE:აქციის"
მონაწილენი
კვლავ
გამოდის
საქართველოდან
რუსეთის "სამშვიდობო
ძალებისა"
და
სამხედრო
ბაზების
გაყვანის,
რუსეთის
მიერ
საქართველოს
ტერიტორიაზე
სამხედრო
კონფლიქტების
პროვოცირებისა
და
სეპარატისტული
ძალების
მხარდაჭერის
შეწყვეტის
მოთხოვნით,
რაც
მიუხედავად
სხვადასხვა
დონეზე
მიღწეული
საერთაშორისო
და
სახელმწიფოთაშორისო
შეთანხმებებისა
და
ხელშეკრულებებისა,
რეალურად
დღემდე
გრძელდება.
წინა
საპროტესტო
"RE:აქცია"
საქართველოში
რუსეთის
საელჩოს
შენობის
წინ
ჩატარდა 17-27
აგვისტოს.
აქციის
მონაწილეებმა
თავისი
პროტესტი
საელჩოს
შენობაზე
ლოზუნგებისა
და
მოთხოვნების
პროეცირებით
გამოხატეს.
რუსეთის
ელჩს
საქართველოში
გადაეცა
აქციის
მონაწილეთა
მიმართვა
რუსეთის
სახელმწიფო
სტრუქტურებისა
და
საზოგადოებისადმი.
აქციას
ადგილობრივ
და უცხოურ
მედიაში
სერიოზული
რეზონანსი
და რუსეთის
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
გაღიზიანება
მოჰყვა
საპროტესტო
აქცია
გაიმართება
თბილისში
და
რამდენიმე
ქვეყანაში
ერთდროულად
რუსეთის
საელჩოს და
დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან.
პარალელურად
აქცია
უწყვეტად
მიმდინარეობს
ინტერნეტში.
ქართული
ინტერნეტ
რესურსების
უმეტესობა
შეუერთდა
აქციას და
თავიანთ
საიტებზე
განათავსეს
სპეციალურად
ამ
აქციისათვის
დამზადებული
საინფორმაციო-საპროტესტო
ბანერები.
"RE:აქციის"
ჯგუფი
საქართველოს
მოქალაქეებსა
და უბრალოდ
მეგობრებს,
მათი
ადგილსამყოფელის
მიუხედავად,
მოუწოდებს
გამოხატონ
თავიანთი
პროტესტი
საქართველოს
მიმართ
რუსეთის
აგრესიული
პოლიტიკის
წინააღმდეგ,
ღონისძიებაში
უშუალო
მონაწილეობით
იმ
ქვეყნებში,
სადაც
იმყოფებიან
აქციის
ჩატარების
დღეს--2004 წლის
27
სექტემბერს,
ან აზრის
გამოხატვით
ინტერნეტის
მეშვეობით.
|